ექსკურსია: "კუს ტბა-ეთნოგრაფიული მუზეუმი" გ.ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის დილა. ექსკურსია ბავშვთა ნამუშევრების გალერეაში. III-2 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს თოჯინების გამოფენა, პეპლების კოლექცია. მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა "შემოდგომის ფერები". ჩატარდა ტესტური წერა მათემატიკაში, ქართულ ენასა და ბუნებაში. პედაგოგი ლალი ქვეითაია მუშაობს ძნელად ამთვისებელ ბავშვებთან.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ თანაკლასელებს გაუზიაროს თავისი დამიკიდებულება საყვარელი ნივთის მიმართ.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან; ბუნება 1.9
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, საყვარელი სათამაშო ნივთი ან მისი სურათი.
გაკვეთილის მსვლელობა
ა)დღეს ძალიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილი გვაქვს. ზოგმა საყვარელი ნივთი მოიტანა, ზოგმა კი მასთან ფოტო გადაიღო და ის მოგვიტანა. მე მჯერა , რომ თქვენ მათ უფრთხილდებით, რადგან ისინი თქვენ გემსახურებიან, თავისუფალ დროს გართობენ. გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა ისაუბროთ მის შესახებ, აღნიშნეთ რა ნიშნით გამოარჩიეთ, რატომ შეგიყვარდათ.შეგიძლიათ ერთმანეთს დაუსვათ კითხვები.
ირაკლი წულუკიძე-მე რომ დავიბადე, ბებომ ეს სათამაშო დათუნია მაჩუქა,იგი ჩემი ტოლია, ის ძალიან მიყვარს და ხედავთ, რომ ისევ ახალივით
გამოიყირება. მე და დათუნია ერთად ვიძინებთ.
ანა ბოკერია-ეს ჩემი საყვარელი ჭრელაა,მე იგი ძალიან მომწონს, ხშირად ვეფერები.
რეზიკო ბარსონიძე- ჩემი საყვარელი ნივთები მანქანებია.მე სხვადასხვანაირი მანქანების კოლექცია მაქვს. ჩემთან სტუმრად მოსულ მეგობრებს ყოველთვის ვათვალიერებინებ.მე მათ ძალიან ვუფრთხილდები. დიდი რომ გავიზრდები მინდა მანქანების გამომგონებელი გავხდე.
მარიამ თურმანიძე- ეს თოჯინა, ჩემი საყვარელი პიტაჩოკია ალბათ იცანით,ხშირად ვთამაშობთ ერთედ, მაგრამ ხომ ხედავთ რა ახალივითაა იმიტომ, რომ ძალიან ვუფრთხილდები.
რეზი გაგნიძე- როგორც ყველა ბიჭს, მეც მანქანები მიყვარს, მათთან კარგად ვერთობი. რაც სკოლაში მივედი ჩემმა მანქანებმა ცოტა დაისვენეს, მაგრამ თავისუფალ დროს მათთან მაინც კარგად ვგრძნობ თავს.სულ დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, რომ ყველაზე, ყველაზე ძალიან მაინც კომპიუტერის თამაში მიყვარს.
დათო ბარამაძე- მეც ბევრი სათამაშო მანქანა მაქვს, მაგრამ ეს მანქანა განსაკუთრებით მიყვარს,რადგან ძალიან მიყვარს, ძალინ ვუფრთხილდები კიდეც; დიდი რომ გავიზრდები აუცილებლად ასეთ მანქანას ვიყიდი.
მარიამ მემანიშვილი- მე ძალიან მიყვარს მულტფილმები, მათ შორის მიკი მაუსის თავგადასავალი.დედიკომ მიყიდა მიკი-მაუსის თოჯინა, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და მასთან ხშირად ვთამაშობ.
მარიამ ხატიაშვილი-ეს ჩემი საყვარელი თოჯინა ლიზია, მე ის ყველა თოჯინას მირჩევნია.ლიზი თვითონ დადის მე კი სიამოვნებით ვუყურებ.
მარიამ ანდღულაძე- მე ძალიან მიყვარს მულტფილმები და ამ ფილმების თოჯინები. თუკი სადმე ვნახავ ასეთ თოჯინას დედიკოს და მამიკოს ვთხოვ მიყიდოს, ხედავთ? რამდენი დამიგროვდა. მათთან ძალიან ბედნიერი ვარ.
ლუკა თუმანიშვილი- ეს ჩემი საყვარელი სათამაშოა, ტრასებზე დავაქროლებ მანქანას, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სულ ამით ვთამაშობ. ვთამაშობ მხოლოდ თავისუფალ დროს, მე ხომ უკვე მოწაფე ვარ.
გიორგი პაპავა- ეს ხომალდი ჩემი საოცნებო სათამაშოა. მინდა დიდი რომ გავიზრდები, მართლაც ვიმოგზაურო ხომალდით ძალიან ბევრ ქვეყანაში.
ანა ოკუჯავა- ეს ლამაზი თოჯინა ჩემი საყვარელი სათამაშოა, ხედავთ?-როგორ ვზრუნავ მასზე, იგი ყოველთვის მოწესრიგებულია.ახლა რაც მოსწავლე გავხდი ნაკლებად ვაწუხებ, ისიც მოთმინებით მელოდება როდის მოვიცლი მისთვის. ზოგჯერ მიკურებს, როდესაც ვმეცადინეობ.
ელენე ბერიანიძე- ალბათ გახსოვთყველა ბავშვისთვის საყვარელი მულტფილმები ღიპუცები, მეც ძალიან შემიყვარდა ღიპუცას თოჯინა- ის მუდსამ ჩემს გვერდითაა, მაშინაც კი როცა ვმეცადინეობ,იგი ხელს არ მიშლის.
დაჩი ყუფარაძე- სათამაშოები მეც ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი, საინტერესო თამაში ჭადრაკი და ბილიარდია,მე და მამა თავისუფალ დროს ყოველთვის ვთამაშობთ.
მასწავლებელი- ვხედავ დღევანდელი გაკვეთილით ყველა კმაყოფილი ხართ.სათამაშოები უფროსებმა თქვენთვის შექმნეს, რომ ბავშვობა გაგილამაზონ.ამიტომ მათ გაფრთხილება უნდა, რაც უფრო კარგად მოუვლით ისინი უფრო დიდხანს მოგემსახურებიან, თავისუფალ დროს გაგილამაზებენ. გართობის გარდა გასწავლიან დაკვირვებას,გიყალიბებთ გემოვნებას.
რადგან ასე გიყვართ თოჯინები და მათუფრთხილდებით ჩვენ დღეს წავალთ ექსკურსიაზე სადაც ყველაზე კარგად იციან თოჯინების მოვლა და გაფრთხილება. ეს არის თოჯინების მუზეუმი - ძველ თბილისში.
ექსკურსიათოჯინების მუზეუმში
გაკვეთილების შემდეგ ტურისტული ავტობუსით გავემგზავრეთ თბილისის ძველ უბანში, სადაც ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეის შენობაში, პირველ სართულზე მოწყობილია თოჯინების მუზეუმი.იქ დაგვხვდნენ ძალიან ყურადღებიანი ექსკურსია მძღოლები, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ, პირველკლასელთათვის გასაგები ენით, ისაუბრეს თითოეული თოჯინის შესახებ, თუ როგორ შეაგროვეს ისინი, როგორ უვლიან, თითოეული თოჯინის თავგადასავალი.აქ შეხვდებით მე-19 საუკუნის თოჯინებს, ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილებს.სამაიასა და ცეკვა „ქართულის“ შემსრულებლებს.აქვეა მომღერალ ქალთა გუნდი, რომლებმაც სიმღერის დამთავრების შემდეგ, ბავშვებს თავი დაუკრეს და მადლობა გადაუხადეს. ქართული ხალხური ზღაპრების გმირთა თოჯინები; აქვე შეხვდებით იაპონურ, ჩინურ, ესტონურ და სხვადასხვა ქვეყნებიდან საჩუქრად მიღებულ თოჯინებს.დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს ბავშვებმა მუზეუმი და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლებში.
14.09.2009 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარალელურ კლასთან ერთად(II 5)ვერის პარკში მოაწყვეს ფერადი ცარცებით ხატვა,სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.
2009 წლის 18ოქტომბერს 1კლასი წასული იყო ექსკურსიაზე ,,მცეთაში" (ხელ- მანანა ჩიტიაშვილი) ბავშვებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმი საგურამოში,სადაც გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ბავშვებს წინასწარ ჰონდათ მომზადებული ლექსები ილია ჭავჭავაძის პოეზიიდან და წაიკითხეს მუზეუმში სტუმრობის დროს. პედაგოგმა ბავშვებს მიაწოდა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სვეტიცხოვლის შესახებ რამაც მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია. ყოველივე ამის შემდეგ ეწვივნენ დედათა მონასტერს და მოინახულეს მამა გაბრიელის საფლავი.
2009 წლის 1 ტრიმესტრში 2 კლასში ჩატარდა კონკურსები: 1. საუკეთესო მთხრობელი. 2.საუკეთესო დეკლამატორი. 3. საუკეთესო მკითხველი.. 4. მათემატიკური შერკინება (ხელ- ირინა სიხარულიძე), ასევე მოცემულ კლასში არიან აქტიური მკითხველები სკოლის ბიბლიოთეკის.
2009 სასწავლო წლის 1 ტრიმესტრში ჩატარებული მუშაობა ასმათ ჯავახიშვილის მიერ: 1. 2009 წლის 21 სექტემბერს 2კლასში ჩატარდა პოეზიისა და პროზის საღამო. 2. 2009 წლის 26 სექტემბერს 2კლასი წასული იყო ექსკურსიაზე მარშუტით ანანური-ბაზალეთი. 3. ასევე ჩატარდა ლიტერატურული დილა - ვაჟა, ილია, აკაკი. ასევე იუმორისტული საღამო იტგავ-არაკის პერსონაჟები ჩენს კლასში,პოეზიის მეფე გალაქტიონი. ასევე ჩატარდა გამოფენა-,, ჩვენ ასე ვწერთ" ,ნახატების გამოფენა
2009 წლის 28ნოემბერს 3 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი კალბატონი იმედა ხაზარაძე წასულები იყვნენ ქ.თბილისის ი. ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ,სამების საკათედრო ტაძარში დაეთნოგრაფიულ მუზეუმში.
2009 წლის 7 დეკემბერს 1კლასში ჩატარდა ,,მხიარული ზამთრის " ნახატების გამოფენა, მონაწილეობა მიიღეს 1კლასის მოსწავლეებმა. ნახატები შეაფასეს მშობლებმა და სკოლის პედაგოგებმა ( კლასის-ხელ თამუნა ღამბარაშვილი).
პირველი კლასი თეატრში
2009 წლის 3 ნოემბერს 1 კლასი (ხელ-ლითამუნაღამბარაშვილი) ნოდარდუმბადძისსახელობისთეატრშიდავესწარითსპექტაკლს ,, ნაცარქექია".
პირველი კლასი გასართობ ცენტრში
2009 წლის 21 ნოემბერს 1 კლასს (ხელ-ლითამუნაღამბარაშვილი) გვქონდაკოლექტიურისვლაგასართობცენტრში ,, მეცხრეცა".
20 ნოემბერს 1კლასში (ხელ- რუსუდან ნიჟარაძე) ჩატარდა მუშა გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა: ასო -ბგერა ,, ზ" .გაკვეთილის მიზანი: ტექსტის კითხვა-დამუშავება. წინადადების ანალიზი და სინთეზი. ლექსიკური და მეტყველების გასავითარებელი მუშაობა, გრაფიკული ჩვევების გამომუშავება. მოსწავლეებმა გამოავლინეს შესწავლილი მასალის ცოდნა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი ქალბატონი ნანა გიორგობიანი და კატედრის ხელმძღვანელი კალბატონი ლალი ქვეითაია.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პარალელურ კლასთან ერთად (II8) ვერის პარკში მოვაწყვეთ ფერადი ცარცებით ასფალტზე ხატვა . სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მოსწავლეებს,მასწავლებლებსა და მშობლებს შორის
შორენა ასათიანის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში 2009 წლის 1 ტრიმესტრტში: 27.11.09 ჩატარდა მუშა გაკვეთილი ბუნებაში. გაკვეთილის თემა: კონტინენტები და ოკეანეები. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ფორმითა და მოხაზულობით განასხვავონ ერთმანეთისაგან კონტინენტები და ოკეანეები,შეძლონ მათი ჩამოთლა და რუკაზე ჩვენება. აქტივობები: რუკაზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა ,,ამოიცანი ოკეანე" დაფაზე გაკრული იყო ნახევარსფეროების რუკა, კითხვა-პასუხის საშუალებით გავიხსენეთ განვლილი მასალა. სახელმძღვანელოში წარმოდგენილ კონტურულ რუკაზე მოსწავლეებმა მოძებნეს კონტინენტები და დაფაზე გაკრული ფიზიკური რუკის მიხედვით გააფერადეს ის. გაკეთდა ,,კონტინენტის" განმარტება. რუკაზე მოიხაზა ექვსივე კონტინენტი. გაკეტდა დასკვნა, რომ კონტინენტები ერთმანენთისგან განსხვავდება ფორმით,ზომით, ბუნებრივი პირობებით და ა.შ. კლასი დაიყო 5ჯგუფად და დაურიგდათ წინასწარ შედგენილი ბარათები,რომლებშიც მოკლედ იყო აღწერილი თითოეული ოკეანე. ჯგუფებს დაევალათ ფიზიკურ რუკაზე დაკვირვება,ბარათის ტექსტის წაკითხვა და მოცემული მინიშნებებით ბარათში მითითებული ოკეანეების ამოცნობა. სამუშაოს სესრულების შემდეგ გაკეთდა ერთმანეთისგან განსხვავება სიდიდით და სიმაღლით. ოკეანეების წყლები დაკავშირებულია ერთმანეთთან და მსოფლიო ოკეანეს ქმნიან. საშინაო დავალება: კონტინენტები და ოკეანეები, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკის მიხედვით განსაზღვრა- რომელ ნახევარსფეროში მდებარეობს თითოეული კონტინენტი და ოკეანე.
19 ნოემბერს ჩატარდა შემოქმედებითი დილა 1 კლასში (ხელ-ლი დიანა თაბუკაშვილი),,ჩვენ გვიყვარს პოეზია" , წაკითხული იქნა ცნობილ ქართველ პოეტთა ლექსები,შესრულდა საბავშვო სიმღერები . მიზანი: გაუღვივოთ ბავშვებს სიყვარული მშობლიური ლიტერატურისადმი.
2009წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ტრადიციული მუშა გაკვეთილი ქართულ ენაში 1კლაში,კლასის ხელ-ლი ხათუნა ტატუაშვილი,გაკვეთილს ესწრებოდა 29 მოსწავლე. გაკვეთილის თემა: ასო-ბგერა ,,რ"-ს გაცნობა ,წაკითხვა. შესწავლილი ასო-ბგერებისა და სიტყვების სწორად წარმოთქმა. სიტყვების დამარცვლა, ასო-ბგერებად დაშლა,ხმოვნებისა და თანხმოვნების გამოყოფა.ასო-ბგერებისაგან სიტყვების შედგენა , სიტყვებისაგან მარტივი წინადადებების შედგენა. ტექსტის წაკითხვა და დამუშავება ,ლექსიკური მარაგის გამდიდრება. აქტივობა : ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური სავარჯიშოები. მოძრავი ანბანით ვარჯიში. ტექსტის კითხვა. გაკვეთილს ესწრებოდა კათედრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა გიორგობიანი.
2009 წლის ნოემბერში ჩატარდა 2 კლასებში საშემოდგომო ნახატების გამოფენა, რომელშიც ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.ნამუშევრები შეაფასეს სკოლის პედაგოგებმა,მშობლებმა,2კლასის მოსწავლეებმა. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი კალბატონი ნანა გიორგობიანი და კათედრის ხელმძღვანელი კალბატონი ლალი ქვეითაია.