Wednesday, December 23, 2009

იზო კეკელიშვილი

გაკვეთილი ბუნებაში


გაკვეთილის თემა: 5.9. ჩემი საყვარელი ნივთი.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ თანაკლასელებს გაუზიაროს თავისი დამიკიდებულება საყვარელი ნივთის მიმართ.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან; ბუნება 1.9

სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, საყვარელი სათამაშო ნივთი ან მისი სურათი.

გაკვეთილის მსვლელობა

ა) დღეს ძალიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილი გვაქვს. ზოგმა საყვარელი ნივთი მოიტანა, ზოგმა კი მასთან ფოტო გადაიღო და ის მოგვიტანა. მე მჯერა , რომ თქვენ მათ უფრთხილდებით, რადგან ისინი თქვენ გემსახურებიან, თავისუფალ დროს გართობენ. გთხოვთ თითოეულმა თქვენგანმა ისაუბროთ მის ესახებ, აღნიშნეთ რა ნიშნით გამოარჩიეთ, რატომ შეგიყვარდათ.შეგიძლიათ ერთმანეთს დაუსვათ კითხვები.

ირაკლი წულუკიძე- მე რომ დავიბადე, ბებომ ეს სათამაშო დათუნია მაჩუქა,იგი ჩემი ტოლია, ის ძალიან მიყვარს და ხედავთ, რომ ისევ ახალივით

გამოიყირება. მე და დათუნია ერთად ვიძინებთ.

ანა ბოკერია- ეს ჩემი საყვარელი ჭრელაა,მე იგი ძალიან მომწონს, ხშირად ვეფერები.

რეზიკო ბარსონიძე- ჩემი საყვარელი ნივთები მანქანებია.მე სხვადასხვანაირი მანქანების კოლექცია მაქვს. ჩემთან სტუმრად მოსულ მეგობრებს ყოველთვის ვათვალიერებინებ.მე მათ ძალიან ვუფრთხილდები. დიდი რომ გავიზრდები მინდა მანქანების გამომგონებელი გავხდე.

მარიამ თურმანიძე- ეს თოჯინა, ჩემი საყვარელი პიტაჩოკია ალბათ იცანით,ხშირად ვთამაშობთ ერთედ, მაგრამ ხომ ხედავთ რა ახალივითაა იმიტომ, რომ ძალიან ვუფრთხილდები.

რეზი გაგნიძე- როგორც ყველა ბიჭს, მეც მანქანები მიყვარს, მათთან კარგად ვერთობი. რაც სკოლაში მივედი ჩემმა მანქანებმა ცოტა დაისვენეს, მაგრამ თავისუფალ დროს მათთან მაინც კარგად ვგრძნობ თავს.სულ დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, რომ ველაზე, ველაზე ძალიან მაინც კომპიუტერის თამაში მიყვარს.

დათო ბარამაძე- მეც ბევრი სათამაშო მანქანა მაქვს, მაგრამ ეს მანქანა განსაკუთრებით მიყვარს,რადგან ძალიან მიყვარს, ძალინ ვუფრთხილდები კიდეც; დიდი რომ გავიზრდები აუცილებლად ასეთ მანქანას ვიყიდი.

მარიამ მემანიშვილი- მე ძალიან მიყვარს მულტფილმები, მათ შორის მიკი მაუსის თავგადასავალი.დედიკომ მიყიდა მიკი-მაუსის თოჯინა, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და მასთან ხშირად ვთამაშობ.

მარიამ ხატიაშვილი- ეს ჩემი საყვარელი თოჯინა ლიზია, მე ის ყველა თოჯინას მირჩევნია.ლიზი თვითონ დადის მე კი სიამოვნებით ვუყურებ.

მარიამ ანდღულაძე- მე ძალიან მიყვარს მულტფილმები და ამ ფილმების თოჯინები. თუკი სადმე ვნახავ ასეთ თოჯინას დედიკოს და მამიკოს ვთხოვ მიყიდოს, ხედავთ? რამდენი დამიგროვდა. მათთან ძალიან ბედნიერი ვარ.

ლუკა თუმანიშვილი- ეს ჩემი საყვარელი სათამაშოა, ტრასებზე დავაქროლებ მანქანას, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სულ ამით ვთამაშობ. ვთამაშობ მხოლოდ თავისუფალ დროს, მე ხომ უკვე მოწაფე ვარ.

გიორგი პაპავა- ეს ხომალდი ჩემი საოცნებო სათამაშოა. მინდა დიდი რომ გავიზრდები, მართლაც ვიმოგზაურო ხომალდით ძალიან ბევრ ქვეყანაში.

ანა ოკუჯავა- ეს ლამაზი თოჯინა ჩემი საყვარელი სათამაშოა, ხედავთ?-როგორ ვზრუნავ მასზე, იგი ყოველთვის მოწესრიგებულია.ახლა რაც მოსწავლე გავხდი ნაკლებად ვაწუხებ, ისიც მოთმინებით მელოდება როდის მოვიცლი მისთვის. ზოგჯერ მიკურებს, როდესაც ვმეცადინეობ.

ელენე ბერიანიძე- ალბათ გახსოვთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი მულტფილმები ღიპუცები, მეც ძალიან შემიყვარდა ღიპუცას თოჯინა- ის მუდსამ ჩემს გვერდითაა, მაშინაც კი როცა ვმეცადინეობ,იგი ხელს არ მიშლის.

დაჩი ყუფარაძე- სათამაშოები მეც ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი, საინტერესო თამაში ჭადრაკი და ბილიარდია,მე და მამა თავისუფალ დროს ყოველთვის ვთამაშობთ.

მასწავლებელი- ვხედავ დღევანდელი გაკვეთილით ყველა კმაყოფილი ხართ.სათამაშოები უფროსებმა თქვენთვის შექმნეს, რომ ბავშვობა გაგილამაზონ.ამიტომ მათ გაფრთხილება უნდა, რაც უფრო კარგად მოუვლით ისინი უფრო დიდხანს მოგემსახურებიან, თავისუფალ დროს გაგილამაზებენ. გართობის გარდა გასწავლიან დაკვირვებას,გიყალიბებთ გემოვნებას.

რადგან ასე გიყვართ თოჯინები და მათ უფრთხილდებით ჩვენ დღეს წავალთ ექსკურსიაზე სადაც ყველაზე კარგად იციან თოჯინების მოვლა და გაფრთხილება. ეს არის თოჯინების მუზეუმი - ძველ თბილისში.


ექსკურსია თოჯინების მუზეუმში


გაკვეთილების შემდეგ ტურისტული ავტობუსით გავემგზავრეთ თბილისის ძველ უბანში, სადაც ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეის შენობაში, პირველ სართულზე მოწყობილია თოჯინების მუზეუმი.იქ დაგვხვდნენ ძალიან ყურადღებიანი ექსკურსია მძღოლები, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ, პირველკლასელთათვის გასაგები ენით, ისაუბრეს თითოეული თოჯინის შესახებ, თუ როგორ შეაგროვეს ისინი, როგორ უვლიან, თითოეული თოჯინის თავგადასავალი.აქ შეხვდებით მე-19 საუკუნის თოჯინებს, ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილებს.სამაიასა და ცეკვა „ქართულის“ შემსრულებლებს.აქვეა მომღერალ ქალთა გუნდი, რომლებმაც სიმღერის დამთავრების შემდეგ, ბავშვებს თავი დაუკრეს და მადლობა გადაუხადეს. ქართული ხალხური ზღაპრების გმირთა თოჯინები; აქვე შეხვდებით იაპონურ, ჩინურ, ესტონურ და სხვადასხვა ქვეყნებიდან საჩუქრად მიღებულ თოჯინებს.დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს ბავშვებმა მუზეუმი და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლებში.



No comments:

Post a Comment