Thursday, February 18, 2010

კონკურსი - "საუკეთესო ჟურნალისტი და რესპოდენტი"



2010 წლის 11 თებერვალს II1 კლასში ჩატარდა კონკურსისაუკეთესო

ჟურნალისტი და რესპოდენტი”.

ამ კონკურსის შედეგად ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გაემეორებინათ შესწავლილი მასალა, განემტკიცებინათ შეძენილი უნარ-ჩვევები, გამოეთქვათ საკუთარი სურვილები.

გამახვილდა ყურადღება აქტიური მოსმენის სწავლებაზე.

არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

ბავშვებს მიეცათ დავალება ჯგუფებში სამუშაოდ შეედგინათ კითხვები, აერჩიათ თითოეულ ჯგუფში თითო ჟურნალისტი და სურვილისამებრ შერჩეული რესპოდენტისთვის დაესვათ ეს შეკითხვები

შეკითხვები იყო როგორც მათემატიკიდან, ქართულიდან, მუსიკიდან, ასევე ზოგადი თემებიდან. ბავშვები აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს და ასაბუთებდნენ მას.საუკეთესო ჟურნალისტებადდასახელდნენ:

1) მარი თურქაძე

2) მარი ზარდიაშვილი

საუკეთესო რესპოდენტებადდასახელდნენ:

1) სანდრო კობრავა

2) მარი ლეფსვერიძე

კონკურსის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები უზიარებდნენ ერთმანეთს

შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, განცდებს, ემოციებს.

კონკურსი ემოციურად, საინტერესოდ და ხალისიანად ჩატარდა.

ირინა სიხარულიძე

No comments:

Post a Comment