Wednesday, February 24, 2010

კონკურსი მათემატიკაში



2010 წლის 23 თებერვლას II1 კლასში ჩატარდა კონკურსი მათემატიკაში: `ვინ უფრო გონიერი და სხარტია~
კონკურსის თემა იყო: შესწავლილი მასალის გამეორება. ცოდნის აღრიცხვა. ამ კონკურსისი მიზანი იყო მათემატიკურ აზროვნებაზე დაკვირვება; როგორია ათვისებული მასალის ხარისხი.
კონკურსი ემოციურად მიმდინარეობდა. ბავშვებმა გამოამჟღავნეს ათვისების სხვადასხვა უნარი, მსჯელობის, საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი. ზოგი უფრო სწრაფად აზროვნებდა, ზოგს კი მეტი დრო სჭირდებოდა ათვისებული მასალის ცოდნის გამოსამჟღავნებლად.
კონკურსმა ხელი შეუწყო განვლილი მასალის განმტიცებას, დამოუკიუდებლად მუშაობის ჩვევების დანერგვას.
კონკურსმა საშულება მომცა თითოეულისთვის მიმეცა დავალება თავისი მომზადების დონის მიხედვით, რითაც ბავშვს უჩნდება რწმენა საკუთარი თავისადმი.
კონკურსის დროს ერთხელ კიდევ განვამტკიცეთ მიღებული ცოდნა. გამოამჟღავნეს თუ რამდენად აქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მოსაზრების, დაკვირვების და მსჯელობის უნარი. გაივარჯიშეს მეხსიერება და ყურადღება.
კონკურსში ჩართულობის ხარისხით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ: მარი კედელაშვილი, გიორგი გუმბერიძე, მარი თოფაძე, ნიკა გლუნჩაძე, მარი ლეფსვერიძე, ლაშა შავგულიძე, ლუკა ფოფხაძე, ელენე ღვედაშვილი, ლუკა კაცაძე, თემო კუჭუხიძე, ანა წულუკიძე, სალომე მესტვირიშვილი, მარი ზარდიაშვილი, დათო წიკლაური, რეზი იოსავა, თეკლა გოგოლაშვილი, მარი მიქანაძე, მარი მაჭარაშვილი, სანდრო კობრავა.
ბავშვები გახალისდნენ.


ირინა სიხარულიძე

No comments:

Post a Comment