Wednesday, March 31, 2010

ჯგუფური მუშაობა

2010 წლის 22 მარტს -ე კლასში (პედაგოგი ნათია ნუგზარაშვილი) ჩატარდა ჯგუფური მუშაობა ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო "ფიცი".
მუშაობა ემოციურად მიმდინარეობდა.
ბავშვებმა კარგად გამოამჟღავნეს თუ რამდენად აქვთ განვიტარებული ლოგიკური აზროვნება, მსჯელობის უნარი.
მონაწილეობდა 26 მოსწავლე .

"დედა სიცოცხლის წყარო"

51-ე საჯარო სკოლის ხელოვნების სტუდიაში ჩატარდა ღონისძიება "დედა სიცოცხლის წყარო", მონაწილეობდნ -ე კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი-ნათია ნუგზარაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაწყებითი კათედრის სასწავლონაწილი ქალბატონი ნანა გიორგობიანი, პედაგოგები და მშობლები.

ლიტერატურული საღამო



ხელოვნების სტუდიასთან არსებულმა თეატრალურმა წრემ 19 მარტს, სკოლის ბიბლიოთეკაში გამართა ლიტერატურული საღამო: საბავშვო პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, შიო მღვიმელის შემოქმედებაზე. მწერლის ბიოგრაფია და ლექსები პატარა მსახიობებმა მხატვრული კითხვის მეშვეობით გააცნეს მაყურებელს. საღამოს ამშვენებდა კლასიკური მუსიკა. მონაწილეობდნენ: ნიაკო ოთარაშვილი, მარიამ ჯაფარიძე, ენნია კვიჟინაძე, ლაშა თარგამაძე, თორნიკე ღამბაშიძე.

„წუთისსოფელი“

ხელოვენბის სტუდიასთან არსებულ თეატრალურ წრეს, 22 თებერვალს წარმოდგენილი ჰქონდა კოსტუმირებული წარმოდგენა: „წუთისსოფელი“. სპეკტაკლი აგებული იყო ქართულ ფოლკლორსა და ხალხურ შემოქმედებაზე. წარმოდგენაში აგრეთვე გამოყენებული იყო ვაჟა-ფშაველას პოემა „გიგლია“ ბავშვები გამოირჩეოდნენ მხატვრული კითხვის ოსტატობით.

ხელმძღვანელი ნათია ბროლაძე.

"ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა"

३-ე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თეა ქავთარაძე) სააქტო კლასის დარბაზში ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა".
ბავშვებმა წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები და გამონათქვამები აგრეთვე წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები. დარბაზი გაფორმებული იყო მოსწავლეთა ნახატებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, რომელთაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა შემოქმედება.

Thursday, March 25, 2010

კონკურსი „გამართულ კითხვაში“

კითხვის ჩვევების განმტკიცების მიზნით 2010 წლის 24 მარტს II კლასში (მასწავლებელი ირინა სიხარულიძე) ჩატარდა კონკურსი „გამართულ კითხვაში“.
კონკურსი ერთგვარი ცდა იყო იმისა, რომ გაეუმჯობესებინა მოსწავლეებში წიგნისადმი სიყვარული, მიეცა სტიმული თითოეული მოსწავლისთვის დაუფლებოდნენ სწრაფი, გამართული კითხვის უნარ-ჩვევებს, წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ ჩვევებს.
კონკურსში მონაწილეობდნენ II კლასის ყველა მოსწავლე. კონკურსს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა გიორგობიანი, მასწავლებლები, მშობლები. ბავშვებს გადაეცათ სიგელები „კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის“.
კონკურსში განსაკუთრებული წარმატებულობით გამოირჩეოდნენ შემდეგი მოსწავლეები: ნიკა გლუნჩაძე, მარი თურქაძე, გიორგი გუმბერიძე, მარი ზარდიაშვილი, მარი კედელაშვილი, ლუკა ძანძავა, ლაშა შავგულიძე, სალომე მესტვირიშვილი, თათიკო ცერცვაძე, მარი არაბული, ნინი ნარსია, ელენე მირიანაშვილი, თემო კუჭუხიძე და სხვა.
კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა






Tuesday, March 16, 2010

„მასწავლებელი“

2010 წლის 10 მარტს 51-ე საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მასწავლებელი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II3 კლასის მოსწავლეები. კლასის ხელმძღვანელი მზია ხარაიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები . ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.