

ხელოვნების სტუდიასთან არსებულმა თეატრალურმა წრემ 19 მარტს, სკოლის ბიბლიოთეკაში გამართა ლიტერატურული საღამო: საბავშვო პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, შიო მღვიმელის შემოქმედებაზე. მწერლის ბიოგრაფია და ლექსები პატარა მსახიობებმა მხატვრული კითხვის მეშვეობით გააცნეს მაყურებელს. საღამოს ამშვენებდა კლასიკური მუსიკა. მონაწილეობდნენ: ნიაკო ოთარაშვილი, მარიამ ჯაფარიძე, ენნია კვიჟინაძე, ლაშა თარგამაძე, თორნიკე ღამბაშიძე.
No comments:
Post a Comment