შორენა ასათიანის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში 2009 წლის 1 ტრიმესტრტში: 27.11.09 ჩატარდა მუშა გაკვეთილი ბუნებაში. გაკვეთილის თემა: კონტინენტები და ოკეანეები. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ფორმითა და მოხაზულობით განასხვავონ ერთმანეთისაგან კონტინენტები და ოკეანეები,შეძლონ მათი ჩამოთლა და რუკაზე ჩვენება. აქტივობები: რუკაზე მუშაობა, ჯგუფური მუშაობა ,,ამოიცანი ოკეანე" დაფაზე გაკრული იყო ნახევარსფეროების რუკა, კითხვა-პასუხის საშუალებით გავიხსენეთ განვლილი მასალა. სახელმძღვანელოში წარმოდგენილ კონტურულ რუკაზე მოსწავლეებმა მოძებნეს კონტინენტები და დაფაზე გაკრული ფიზიკური რუკის მიხედვით გააფერადეს ის. გაკეთდა ,,კონტინენტის" განმარტება. რუკაზე მოიხაზა ექვსივე კონტინენტი. გაკეტდა დასკვნა, რომ კონტინენტები ერთმანენთისგან განსხვავდება ფორმით,ზომით, ბუნებრივი პირობებით და ა.შ. კლასი დაიყო 5ჯგუფად და დაურიგდათ წინასწარ შედგენილი ბარათები,რომლებშიც მოკლედ იყო აღწერილი თითოეული ოკეანე. ჯგუფებს დაევალათ ფიზიკურ რუკაზე დაკვირვება,ბარათის ტექსტის წაკითხვა და მოცემული მინიშნებებით ბარათში მითითებული ოკეანეების ამოცნობა. სამუშაოს სესრულების შემდეგ გაკეთდა ერთმანეთისგან განსხვავება სიდიდით და სიმაღლით. ოკეანეების წყლები დაკავშირებულია ერთმანეთთან და მსოფლიო ოკეანეს ქმნიან. საშინაო დავალება: კონტინენტები და ოკეანეები, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკის მიხედვით განსაზღვრა- რომელ ნახევარსფეროში მდებარეობს თითოეული კონტინენტი და ოკეანე.
მუშა გაკვეთილის ანგარიში
Thursday, December 3, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment